„პანიკის გარეშე – ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ”

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში, „გაბალასა“ და „დინამოს“ თამაშზე მომხდარი ინციდენტი პროვოკაციაა და ის ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე არ იმოქმედებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, მსგავსი ავანტურისტი ადამიანები ყველა ქვეყანას ჰყავს და ამიტომ, საქართველომ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

„პანიკის გარეშე. ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებს და მე გეტყვით, რომ პროვოკაციული ჯგუფები მოქმედებს ყველა ქვეყანაში. ეს დაფიქსირდა მაშინაც, როცა, გახსოვთ ალბათ, შეგზავნილი პროვოკაციული ჯგუფები მოქმედებდნენ საქართველოს სახელით. ახლა იგივე განმეორდა აზერბაიჯანის სახელით. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია და ასეთი პროვოკაციები, რა თქმა უნდა, არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობაზე. როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს „ნაცების“ მსგავსი პროვოკატორები და ავანტურისტები, ისე მათაც ჰყავთ. ყველა ქვეყანაში არიან ასეთი ადამიანები. ასე რომ, ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ამას და გავაგრძელოთ პროგრესი და განვითარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს. ინცინდენტი UEFA-ს ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრისას მოხდა, როდესაც „გაბალა“ თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა.

თავდაპირველად მოედანზე აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, მის შემადგენლობაში კი რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. მოგვიანებით ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით პლაკატები გამოჩნდა, საქართველოს დროშას კი ცეცხლი შეხვედრის დასასრულს წაუკიდეს.

მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აპირებს კლუბი „დინამო“. კლუბ „გაბალას“ მთავარი მწვრთნელი კი აცხადებს, რომ ის კატეგორიულად ემიჯნება ფაქტს და მომხდარში დამნაშავე პირები უნდა დაისაჯნონ.

აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, “დინამო თბილისი”-“გაბალას” თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა პლაკატი წარწერით – “ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921” გამოფინეს.

banner
წინა სტატიაშიდაკავაბეულია „ნიუ კონსტრაქშენი“-ს დირექტორი გიორგი მჭედლიშვილი
შემდეგი სტატია“პრემიერთან ჩემს დასაპირისპირებლად შესაძლოა, გუნდის წარმომადგენლებისგან იყო ინტრიგები და მცდელობები”