პამელა ანდერსონის წერილი პუტინს

fin-whale4ჰოლივუდის ცნობილმა ვარსკვლავმა პამელა ანდერსონმა ღია წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, სადაც ისლანდიიდან იაპონიაში მიმავალი გემის დაკავება თხოვა…

მსახიობი პამელა ანდერსონი, რომელიც ასევე არის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის აქტივისტი, პუტინისადმი გაგზავნილ წერილში რუსეტის პრეზიდენტს  თხოვს დააკავოს გემი, რომელსაც ისლანდიიდან იშვიათი სახეობის, ქაშაყისებრი ვეშაპის, ფინვალის 2 ტონა ხორცი მიაქვს იაპონიაში.

,,პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, მე ვთვლი, რომ ჩვენ ორივეს განვიცდით ცხოველებისადმი სიყვარულს და ღრმა პატივისცემას ბუნებისადმი…  ამიტომ მოგმართავთ თქვენ გადაშენების გზაზე მდგარი ფინვალების სახელით,, წერს თავის წერილში პამელა ანდერსონი, სადაც ის ასევე აღნიშნავს, რომ პუტინს შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით აღკვეთოს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების განადგურება.

banner
წინა სტატიაშიტარიელ ხეჩიკაშვილი – მაქსიმალური მუშაობა მიმდინარეობს, რომ უეფას სუპერთასის ბილეთები გადამყიდველების ხელში არ მოხვდეს
შემდეგი სტატიაბრიუსელში ევროჯგუფის შეხვედრა დასრულდა