პავლე კუბლაშვილი პრეზიდენტს მიმართავს

31 ოქტომბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა ახალ პოლიტიკურ ცენტრში. დეპუტატი პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმურობის კუთხით კვლავ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ საარჩევნო ოლქები ქვეყნის ტერიტორიაზე გააუქმა.

ამისათვის კი პავლე კუბლაშვილი მიმართავს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.

“თუ ჩვენ ვამბობთ, რომ 1 წელი არ შეიძლება ესა თუ ის მუნიციპალიტეტი დატოვო წარმომადგენლის გარეშე. ასეთ დაშვებას მოქმედი კანონდმებლობა ითვალისწინებს. ამიტომ ეს არგუმენტი არ არის. ამ თემაზე უფრო მეტი განმარტებებისთვის ან პრეზიდენტი ან პარლამენტის 1/5 მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს,” – აცხადებს დეპუტატი და ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრი პავლე კუბლაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაკო მინაშვილი: მნიშვნელოვანია ხელისუფლების დროულად მოცილება და ვადამდელი არჩენები
შემდეგი სტატიასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩარიცხულ სტუდენტებს მიმართავს