პაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილთან პრეტენზიები ჩვენ ყოველთვის გვექნება

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები არის ძალის დემონსტრირება და შანტაჟი

„ცალსახაა, რომ სააკაშვილის მიმართ ყოველთვის გვექნება პრეტენზიები. სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც კი,“- ამ განცხადებას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ აკეთებს.

ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობის პოლიტიკა მოითხოვონ სხვა ქვეყნებისგან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავება სწორია.

„სააკაშვილი ვერასდროს ვერ გააფუჭებს ურთიერთობებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის. სხვა ქვეყნებმა უნდა იცოდნენ, რომ სააკაშვილი მეორე პლანზე არ გადავა და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მასთან პრეტენზიები ჩვენ ყოველთვის გვექნება,”-განმარტა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მანიაკალურ სურვილთან დაიჭირონ სააკაშვილი
შემდეგი სტატიადაღესტანელები – ყირიმელ რუს ჯარისკაცს გაუსწორდნენ (+18 VIDEO)