პაატა ზაქარეიშვილი – ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი უაღრესად წარმატებული იყო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ბელარუსის პრეზიდენტმა ცალსახაც და მკაფიოდ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის წინაშე სახელმწიფოების ვალდებულებებს.
“მე ცალსახად მიმაჩნია, რომ უაღრესად წარმატებული იყო ეს ვიზიტი”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში ბელარუსთან გაფორმებული 15-პუნქტიანი შეთანხმების მე-3 პუნქტი, იქედან გამომდინარე, რომ მხარეებს აქვთ განსხვავებული პოზიცია იმისგან, რაც ამ პუნქტში წერია, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო გადანაწილებულია სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებში და მათ შორის არის ჰარმონია.
“არანაირი წინააღმდეგობა არ არის. თუ სხვადასხვა პოლიტიკურ ბლოკებში არსებულ სახელმწიფოებში არსებობს თანხვედრა და თანამშრომლობა, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ნატო-ს ქვეყნები თანამშრომლობენ ნატოს არაწევრ ქვეყნებთან, დსთ-ს ქვეყნები თანამშრომლობენ ევროკავშირის ქვეყნებთან”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის საელჩოსთან თბილისში მცხოვრები ეთნიკური სომხები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი თავისი მოადგილეების ვინაობას ჯერ არ აკონკრეტებს