„ოცნების“ „რუხი კარდინალისა“ და პატარკაციშვილის ქვრივის საიდუმლო შეხვედრა სად და როგორ გადაწყდა ინგა გრიგოლიას „რეაქციის“ დახურვა

მორჩა კინო))))))) წადით სახლში)))))))))),,რეაქცია,, და ,,იმედის კვირა,, დაიხურა)))))))

დახურული თოქ-შოუები„ოცნების“ „რუხი კარდინალისა“ და პატარკაციშვილის ქვრივის საიდუმლო შეხვედრა
სად და როგორ გადაწყდა ინგა გრიგოლიას „რეაქციის“ დახურვა

სახელისუფლები წრეების უარყოფის მიუხედავად, მედიაზე ზეწოლა გრძელდება, რაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის, მწერალ ბასა ჯანიკაშვილის განცხადებამ კიდევ უფრო ნათელი გახადა. მართალია, „პირველ არხზე“ ეკა მშველაძის პოლიტიკური თოქ-შოუ „პირველი სტუდია“ ჯერ ოფიციალურად არ დახურულა, მაგრამ მედიისა და არასამათავრობო ორგანზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე, ჯანიკაშვილმა ეკა მიშველაძეს, რომელიც არც ისე დიდი ხნი წინ ცოლად „თავისუფალი დემოკრატების“ სახეს, ალექსი პეტრიაშვილს გაყვა, პირდაპირ უთხრა, რომ მისი ოჯახური მდგომარეობის გამო, პოლიტკკური გადაცემის წაყვანა, მისი მხრიდან, არაეთიკური იქნება. სხვათა შორის, ჯანიკაშვილის ამ შეფასებას ნეგატიური განწყობა მათ მხირდანაც მოყვა, ვინც „ოცნების“ მხარდამჭერია.
„თაიმერს“ კი კულუარებში უთხრეს, რომ მას შემდეგ, რაც ტელემედიაში „სიტუაცია დალაგდება“, „ოცნების“ ის ფრთა, რომელიც მედიას ფარულად კურირებს, ბეჭდური და ელექტრონული მედიისთვის მოიცლის, თუმცა მთავარი სამიზნე, ტელევიზიების შემდეგ, თურმე, მაინც ინტერნეტგამოცემები და პორტალები იქნება.
ვინ კურირებს „ოცნებაში“ მედიაპოლტიკას? – სახელდება სხვადასხვა სახელი, თუმცა მთავარ „რუხ კარდინალად“ ერთი ადამიანი ითვლება, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის კარგად კი არა, ძალიან კარგად არის ცნობილი. ეს ადამიანი თავის დროზე პოლიტიკაშიც იყო ჩართული.
შეიძლება, კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ამბობენ, რომ ინგა გრიგოლიას ეკრანიდან მოშორების გადაწყვეტილება სწორედ ამ „რუხმა კარდინალმა“ მიიღო, უფო სწორად, გადაწყვეტილება სხვამ მიიღო, „რუხმა კარდინალმა“ კი ის სცენარი დაწერა, რომლითაც გრიგოლია ეკრანს ჩამოაშორეს.
„შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ბადრი პატარკაციშვლის ქვრივს, ინა გუდავაძეს ინგას ტელევიზიიდან გაშვება აზრადაც არ მოსვლია, მაგრამ მასზე „იმუშავეს“. უფრო მეტსაც გეტყვით, სპეციალურად ლონდონში ესტუმრნენ და დაარწმუნეს, რომ აუცილებელია, ინგა გრიგოლიას ხმა ეთერში აღარ ისმოდეს“, – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს წყარო.
ის, რომ გრიგოლია პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა, ტელეკომპანია „იმედის“ ბოლო განცხადებამაც დაადასტურა, სადაც ნათქვამია, რომ ტელეკომპანია პოლიტიკურ გადაცემებზე უარს არ ამბობს და წამყვანებსაც არჩევს. ასევე, კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე ხნის წინ, როცა „იმედმა“ კომისას განაცხადი წარუდგინა, „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ დახურვაზე არაფერი იყო ნათქვამი, ანუ შეიძლება, ითქვას, გრიგოლია სპონტანურად დახურეს, თუმცა აქ „რუხმა კარდინალმა“ ერთი შეცდომა დაუშვა, რომელიც „იმედს“ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის – ყველა ლოგიკით, ამხელა ორგანიზაციას წამყვანთან ხელშეკრულება უნდა ჰქონოდა გაფორმებული. ხელშეკრულების დარღვევა კი, მინიმუმ, კანონდარღვევაა.

imedi
„თქვენ გგონიათ, იმ „რუხი კარდინალის“ ვინაობა, ვისზეც ამდენი ხანი გელაპარაკებით, არავინ იცის? ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ინგამაც იცის, მისი დახურვის გადაწყვეტილება სად, როგორ და ვინ მიიღო, ამიტომ არის, რომ პირველივე დღიდან პოლიტიკურ შეკვეთაზე ლაპარაკობს. ალბათ, „იქ“ ფიქრობდნენ, რომ ინგა უმუშევარი დარჩებოდა, მაგრამ „რუსთავი 2“-ის გარდა ამ ქვეყანაში ჯერჯერობით ინტერნეტტელევიზიებიც არსებობს, რაც ვერ გათვალეს. კი ბატონო, „იმედი“ სხვა წამყვანებს მიიყვანს და პოლიტიკურ თოქ-შოუებს აღადგენს, მაგრამ ინგა ინგაა. მასე, ბიძინასაც ეგონა, რომ „ჯი-დი-ეს“-ზე პოლიტიკური გადაცემის დაწყებით „რუსთავი 2“-ს ჩაძირავდა, მაგრამ ხომ ნახეთ, მალევე მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდა,“ – ამბობს „თაიმერის“ ინკოგნიტი რესპოდენტი.
კიდევ ერთი კულუარული ინფორმაცია, რომელიც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი და რომელიც, მეტ-ნაკლებად, მედიას უკაშვირდება: რამდენიმე თვის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს თქვა, რომ აპირებს დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის გადაღებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის 9-წლიან მმართველობას შეეხება. როგორც „თაიმერს“ უთხრეს, ამ ფილმისთვის ბიუჯეტი გამოყოფილია, მაგრამ გადაღებები დღემდე არ დაწყებულა. გარდა ამისა, არც ფილმში მონაწილე მსახიობებია შერჩეული.
„ჯერ მხოლოდ ინფორმაციის შეკრება და კონსულტაცები მიმდინარეობს, – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ინკოგნიტო რესპოდენტი და იქვე, აგრძელებს, – ივანიშვილის გარემოცვა თვლის, რომ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის ღერძი სწორედ ეს დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი უნდა იყოს. ფილმი, ალბათ, „ჯი-დი-ეს“-ზე გავა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მისი მასობრივი ჩვენებებიც მოეწყოს. ამ დროს, ინგა გრიგოლია და მისი მსგავსი ჟურნალისტები, რასაკვირველია, შეკითხვებს დასვამენ. ამიტომ, საჭიროა, რომ ისინი, ვინც პროფესიონალები არიან, მედიას ახლავე ჩამოცილდნენ, მაგრამ ამ გათვლების მიუხედავად, არ მგონია, რომ ფილმაა გაამართლოს.“
სხვათა შორის, ლონდონური სეხვედრის შესახებ გაკვრით ინგა გრიგოლიამ „ფესბუქზე“ აღნიშნა. ალბათ, მოვა დრო და ყველაფერ ნათელი გახდება. „არ არს საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს!“
თემო აბულაძე

banner
წინა სტატიაშიგალში ე.წ. კანონიერი ქურდის სახლი გაძარცვეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს შოტლანდიის ნაკრებთან გამარჯვებას ულოცავს