ოცნებისტობა ცუდი ტონი ხდება – აცხადებს რომან გოცირიძე

ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ,,ფეისბუქში,, ხელისუფლების მიერ ინტელექტუალთა მხარდაჭერის დაკარგვაზე წერს…
,,ხელისუფლების მმართველი გუნდის კრიზისის ერთ-ერთი ნიშანია ინტელექტუალი მხარდამჭერების დაკარგვა. ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა თავგამოდებული ოცნებისტობა ცუდი ტონი ხდება, თუმცა ფრუსტრაციაში ბოლომდე ჩავარდნისაგან ჯერ კიდევ შველით ანტინაციონალური რიტორიკა.
ფეისბუკზე ძალიან უჭირთ. დაუცველნი არიან, რადგან ზედმეტად ღიაა.
ბილო თავშესფარი 2030-ია, თუმცა, იქ როგორც არ უნდა იწრიალო, მაინც იძულებული ხდები, რომ მხარედ დაფიქსირდე. ვუყურე რამდენიმეს წვალებას ამ დღეებში.
ყველზე სასაცილო ის არის,რომ გაორებულ მდგომარეობაში მყოფი ჩემი ჭკვიანი ნაცნობები სულ უფრო გამოიყურებიან სულელებად.
არა და, რომ არ არიან?
არა უშავს. შემდგომი ეტაპი საყოველთაო გამოღვიძებაა. ოღონდ იქაც ელოდებათ საფრთხეები: რომის პაპზე უფრო კათოლიკენი ხდებიან.
ნუ იზამენ ამას. გაიხსენონ, ერთ დროს როგორ უყვარდათ. 🙂
p.s. ეს მოსაზრება განმტკიცებულია ბედკრული საქართველოს უახლესი ისტორიით! ანუ ჩვენივე პერსონალური ისტორიით!,, წერს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაში“ნება მომეცით, მე არ დავეთანხმო,” – მინდია ჯანელიძე დავით საგანელიძის კრიტიკაზე
შემდეგი სტატია“ეს არის რეცეპტი კატასტროფისთვის,” – გიორგი კანდელაკი ლართან დაკავშირებით