ოცნებაში პორტირებული ნაცები კახა მიქაიას ნაჯახით დასდევენ

კახა მიქაია გუბერნატორს მიმართავს–რა მოხდა ზიგდიდში

"დაიცავი საქართველოს" სამეგრელოს ორგანიზაციის«დღეს ზუგდიდში ადგილი ჰქონდა მხოლოდ კამათს და ინცინდენტთან დაკავშირებით გავრცელებული სხვა ცნობები არ დასტურდება» – ასეთ კომენტარს ავრცელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური დღეს ზუგდიდში კახა მიქაიასა და დათო კოდუას, ანზორ ჩხეიძესა და «მესამე პიროვნებას» შორის მომხდარ ინციდენტზე. სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ „დაიცავი საქართველოს“ ხელმძღვანელი კახა მიქაიაც იგივეს ადასტურებს სამართალდამცავების მიერ ინცინდენტის ადგილზე შედგენილ ოქმში. შსს-ს თქმით, კახა მიქაია ოქმში განმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ კამათს, შესაბამისად, მომხდარზე არ დაწყებულა გამოძიება.
კახა მიქაია შსს-ს კომენტარზე ამბობს: «შინაგან საქმეთა სამინისტროს სინდისზე იყოს რაც გაავრცელა ჩემთან მიმართებაში. პატრული მეხვეწებოდა, მუდარით მთხოვდა, რომ არ დამერეკა ჟურნალისტებისათვის. პატრულმა შესანიშნავად ნახა კოდუა და მისი ნაჯახი. არ უნდოდა ამ ინციდენტით შონიას და კოდიას გადაკიდება. მე როდესაც ვთქვი, რომ ვურეკავ მედიას პატრულმა მთხოვა, ჯერ ჩვენ შექმნით ოქმს და მერე დაურეკეთო ჟურნალისტებს. ეს თხოვნა შეუსრულე.ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, ადამიანურად შემეცოდა. შინაგან საქმეთა სამისტრომ მინდა იცოდეს, რომ პატრულის თანამშრომლები ჩემს წინაშე თავჩაქინდრულები იდგნენე. სიმართლე სულ სხვაა–კოდუა ნაჯახით მომსდევდა. ხალხი აქაა. თვითმხილეველები აქაა და არა ერთი და ორი. ამის ვიდეომასალაც არსებობს.პატრულმა დაიცვა შონია და მისი ნაჯახიანი ზონდერები» – ამბობს კახა მიქაია.
შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან განსახვავებით ინციდენტის ფაქტს არ უარყოფს თვითმხილველი, რომელიც ადასტურებს ნაჯახის არსებობის ფაქტს.

https://youtu.be/yE3FCz8uh0g

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი კახა მიქაია დღეს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს. მისი თქმით, დღეს დღის საათებში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას მეგობარი ანზორ ჩხეიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტების კოორდინატორის დათო კოდუას მამა, ოთარ კოდუა და “მესამე პიროვნება, რომელსაც არ ვიცნობ”, მიუვარდნენ მას, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მანქანით მდგარს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მიქაიას თქმით, შელაპარაკების დროს კოდუა საკუთარ მანქანასთან გაიქცა, რომ მისთვის გადაევლო, თუმცა, შემდეგ გადაიფიქრა, ნაჯახი გადმოიღო მანქანიდან და ნაჯახით დაუწყო მიქაიას გამოკიდება.რამ განაპირობა ინციდენტი? “თაიმერი” საქართველოს ფოსტის სამეგრელო–ზემო სვანეთის ფილიალის კოორდინატორის დავით სორდიას ინტერვიუს გთავზობთ.

https://youtu.be/pPjPVcfVkTY
“მე თავის დროზე დამსდევდა ნაციონალური მოძრაობა და იცით ჩემი დამოკიდებულება ნაციონალების მიმართ. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ კახა მიქაიას ნაჯახით ნაციონალები არ გამოდევნებიან ქუჩაში. მიქაიასთვის არ დაუმტვრევიათ მანქანის საქარე შუშა, მიქაიას მეგობრებისთვის არ დაუმტვრევიათ ცხვირ–პირი, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ვიყავი. სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის ყველა სიმძიმემ ჩემს კისერზე გადაიარა” – ამბობს მიქაია და გუბერნატორს, ლევან შონიას მიმართავს: “კახა მიქაიას გაჩერება ვერ შეძლო ვერც ედუარდ შევარდნაძემ, ვერ მიხეილ სააკაშვილმა, ვერც ასლან აბაშიძემ, ვერც როლანდ ახალაიამ და ახლა ვინმე შონია (სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი) თავისი ზონდერ ჯგუფებით ჩემს გაჩერებას ვერ შეძლებს! თუ დღევანდელი ხელისუფლება ქმნის და აშენებს დემოკრატიულ ქვეყანას, მან უნდა მოუსმინოს ოპონეტებს. თუ ოპონენტებს არ მოუსმენენ წავიდნენ პუტინთან მოსკოვში.მე უსამართლობის და დღევანდელი ზონდერების, ოცნებაში პორტირებული ნაციონალების წინააღმდეგ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ” – ამბობს კახა მიქაია.
საკრებულოს დეპუტატის თქმით, სამივე ზემოთჩამოთვლილი პიროვნება სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნაციონალური მოძრაობის ზონდერ ჯგუფებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ “ქართულ ოცნებაში” დაპორტირდნენ. მიქაიას თქმით, აღნიშნული პიროვნებები დათა ახალაიასთვის იარაღს აგროვებდნენ და ე.წ. “რეზერვის საფარქვეშ” ზონდერ ჯგუფებს ქმნიდნენ.

https://youtu.be/CbFqCSs2lYA

აქედან გამომდინარე იბადება რიტორიკული კითხვა ხომ არ ვუბრუნდებით ვანოს პოლიციას?! ან რატომ უაროფს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინციდენტის ფაქტს, როდესაც არაერთი თვითმხილველი ადასურებს ზემოთ აღნიშნულ ფაქტს….

banner
წინა სტატიაშიპუტინის ყირიმის ვიზიტის გამო კიევმა მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
შემდეგი სტატიაკონსტანტინე (კოკო) გამსახურდია:”მიყვები ქუჩებს და ხედავ, არქიტექტურული ლოგიკა საშინელი ქირურგიული ჩარევებითაა დარღვეული”