ოქტომბრის მონაცემებით, პატიმართა გარდაცვალების 11 ფაქტი დაფიქსირდა

2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პატიმართა გარდაცვალების 11 ფაქტი დაფიქსირდა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სამწლიან ანგარიშშია აღნიშნული, სადაც ასევე წერია, რომ პატიმართა სიკვდილიანობა ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა.
კერძოდ, სამინისტროს ინფორმაციით, სიკვდილიანობის სტანდარტული მაჩვენებელი, რომელიც ყოველ 10 000 პატიმარზე გამოითვლება, 63-დან 27-მდე შემცირდა (2012-2014წ), 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით კი, გარდაცვალების 11 ფაქტი დაფიქსირდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 3-წლიანი ანგარიშის პრეზენტაცია დღეს სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა სასტუმრო “რედისონში” გამართა.
მინისტრმა სამი წლის შედეგები მედიას, მინისტრთა კაბინეტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს გააცნო.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი: ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონა გაკეთდება
შემდეგი სტატიამახირ მამედოვი: „სოკარი“ მზად არის „გაზპრომს“ საქართველოში კონკურენცია გაუწიოს“