ოქრუაშვილი ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობას მიესალმება

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ახალ თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნას სოციალური ქსელით გამოეხმაურა…
,,ოდნავ დაგვიანებული ორიოდე სიტყვა თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით.
ბოლო დღეებში ხშირად მესმოდა ირონიული შეფასებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება თავდაცვის უწყებას ქალი ხელმძღვანელობდეს, აღარაფერს ვამბობ იმ მოქილიკეებზე, რომლებიც რესპუბლიკელის დანიშვნას აპროტესტებდნენ. ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ბოლო ათწლეულებში იმდენი “მარქშეიდერი” მამაკაცი ხელმძღვანელობდა, რომ თინა მათ ფონზე უდაოდ პროფესიონალი იქნება. მეორე, მის ზოგიერთ წინამორბედ მინისტრ მამაკაცს ერთად აღებულს ბევრად ჯობია (განსაკუთრებით გამბედაობაში, სიტყვა კაცობას არ ვიხმარ). წარმატებები…
P.S. ყველაზე კომიკურად მისი “ენაწყლიანი” წინამორბედის კრიტიკა ჩანდა, რომელსაც აგური აგურზე არ დაუდია ჯარის მშენებლობისთვის, ან როგორ დადებდა 36 მილიონიანი თავდაცვის ბიუჯეტის ფონზე.,, წერს ირაკლი ოქრუაშვილი

banner
წინა სტატიაში“ნუ ქმნით მიზანმიმართულად ქაოსს”-კახი კალაძე მედიას მიმართავს
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს