ოქრუაშვილი–ხაბურძანიას ფარული ჩანაწერი – რას ინფორმაცია გაცვალეს ყოფილმა ძალოვანმა მინისტრებმა?!

გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მიერ მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერებში ირაკლი ოქრუაშვილსა და ვალერი ხაბურძანიას საუბარში ეროსი კიწმარიშვილი ერთვებათ.

”ქართული პარტიის” მაშინდელი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ ხალხში არსებულ განწყობებზე ოქრუაშვილს ანგარიშს აბარებს.

ამ საუბარში ეროსი კიწმარიშვილი ახსენებს სოზარ სუბარსაც, რომელიც სპეციალური განცხადებით გამოვიდა, რაც ოქრუაშვილის უკმაყოფილების მიზეზი ხდება და სუბარს ის უწმაწური ეპითეტებით ამკობს.

ოქრუაშვილი ხაბურძანიას რუსულ სპეცსამსახურებში თავის წყაროებზე დაყრდნობით უყვება, რომ ივანიშვილი რამდენიმე თვით ადრე მოსკოვში იმყოფებოდა და, მისი ვარაუდით, პოლიტიკაში შესვლის წინ კონსულტაციები სწორედ მოსკოვში გაიარა და გარანტიებიც მიიღო.

ბიძინა ივანიშვილი სახელი და გვარი ჩანაწერში არაერთხელ ფიგურირებს. სკანდალურ მასალაში პარტია “განახლებული საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის და რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, მინდია გულუას ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო კავშირებზეა საუბარი. ლაპარაკია იმაზე, რომ, თითქოს, გულუა ბიძინა ივანიშვილთან გეგმავდა მოლაპარაკებებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.

სკანდალური მასალა, რომელიც, სავარაუდოდ, მოსკოვში 2011 წლის შემოდგომაზეა ჩაწერილი, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

banner
წინა სტატიაში“შსს რუსულ სანომრე ნიშნიან ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს”
შემდეგი სტატიაგაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მიერ მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერებში ვანო ჩხარტიშვილიც ფიგურირებს