ოქროყანაში,სავარაუდოდ ორმხრივი სროლა მოხდა

ოქროყანაში,სავარაუდოდ ორმხრივი სროლა მოხდა

შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილია პოლიციის გენერალი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავაოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა, უწყება ადასტურებს, რომ ერთი ადამიანი მოკლული, ერთი კი დაჭრილია, ხოლო სისხლის სამართლის საქმე განძრახ მკვლელობის, 108-ე მუხლითაა აღძრული. საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა. გასროლის მომენტში ავტომობილში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზეა გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით უკვე ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. “აფხაზეთის ხმის” ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ორმხრივი სროლა მოხდა. გამორიცხული არ არის, შეიარაღებული დაპირისპირება გარჩევის შემდეგ დაწყებულიყო. ჩვენი ინფორმაციით, ალტერნატიული ვერსია იმის შესახებ, თითქოს ლევან გვაზავას იარაღი გაუვარდა, ტყვიამ მისი დეიდაშვილი იმსხვერპლა და ამის შემდეგ თავად გვაზავამ სცადა თვითმკვლელობა, არ დასტურდება, რადგან შემთხვევის ადგილზე, რომელიც ამ დრომდე გადაკეტილია, ნაპოვნია დაცხრილული ML “მერსედესის” მარკის ჯიპი, სახელმწიფო ნომრით RB 070 BR, რომელიც, სავარაუდოდ, რეზო კალომლეწავს ეკუთვნოდა, ეს კი გამორიცხავს შემთხვევითი გასროლის ფაქტს.

ამასთან, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ როგორც გვაზავას, ასევე კალომლეწავს ტყვია თავში აქვთ მოხვედრილი, რაც, შესაძლოა, საკონტროლო გასროლის კვალზე გადიოდეს.

საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა.

არანაკლებ საინტერესო ინფორმაციაა თავად ლევან გვაზავას კედელზე “ფეისბუქში”, სადაც მან 21 აგვისტოს გაიზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” დამფუძნებელსა და კორტების სპეცოპერაციის ერთერთ მოწმეს ირაკლი ქადაგიძეს ემუქრებიან. ლევან გვაზავას არ აღუნიშნავს, რომ მასაც ემუქრებოდნენ, თუმცა, გაზიარებული მასალის კომენტირებისას დაწერა, რომ ამ მუქარების ავტორთა ვინაობის გარკვევას სულ ორი საათი სჭირდება.

შეგახსენებთ, ოქროყანასთან მძიმედ დაიჭრა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა, ხოლო მისი დეიდაშვილი, ასევე ყოფილი პოლიციელი რეზო კალომლეწავი დაიღუპა. ორივეს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. კალომლეწავი ადგილზე დაიღუპა, მძიმედ დაჭრილ ლევან გვაზავას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

banner
წინა სტატიაშიოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტების საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინასთან “კავკასიის” და “ყირიმის” პორტებიდან გადაზიდვებზე ხელშეკრულება გააუქმა