ოფიციალური თბილისი უკრაინელ ხალხს თანამდგომას უცხადებს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უკრაინის საელჩოში მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. გიგი გიგიაძემ ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის დროს დაღუპულთა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს მიუსამძიმრა.

შეგახსენებთ, რომ პეტრე პოროშენკომ 25 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით გამანადგურებელი იარაღის გამოყენება დაგმო.

banner
წინა სტატიაშიბარაქ ობამა: აშშ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკო: ხვალ უკრაინა მარიუპოლის დაბომბვის მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს