ოფიციალური თბილისი ვარაუდობს, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა 2016 წლიდან იქნება შესაძლებელი

საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლას 2016 წლიდან ვარაუდობს. განცხადება ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. მინისტრს მიაჩნია, რომ წლის ბოლოს ევროპულ საბჭოში რიგით მეოთხე მოხსენება გაიმართება, სადაც შესრულებული სამუშაოები შეჯამდება და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი კი ფიქრობს, რომ რიგის სამიტი საქართველოსთვის წარმატებული იყო.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლიმ, რომელიც რიგის სამიტს წარმატებულად აფასებს.

„მთავარია გქონდეთ რწმენა და ნდობა და ყველაფერი კარგად იქნება. საქართველომ, თავისი რეფორმებით, უფრო დიდი პროგრესი განიცადა ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა რომელიმე ქვეყანამ. ასე, რომ ვფიქრობ ყველამ უნდა ვთაქვათ, რომ საკმაოდ მყარად მივიწევთ წინ. არასწორი იყო იმის თქმა, რომ თუ რამეს ვერ მიიღებდით რიგის სამიტზე, ეს კატასტროფა იქნებოდა, რადგან ამ სამიტზე საკმაოდ კარგი მესიჯები მიიღეთ,”- აცხადებს დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი: გატაცებები არის სირთულე, რასაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა აწყდება
შემდეგი სტატიაფრედერიკ ბენ ჰოჯესი: გამოწვევების ფონზე აუცილებელია გამოცდილი, ძლიერი შეირაღებული ძალების ყოლა