“ოსკარის” რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონია 23 თებერვალს, 04:00 სააათზე გაიმართება

ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, “ოსკარის” რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონია 23 თებერვალს, თბილისის დროით 04:00 სააათზე გაიმართება.

გამთენიისას გახდება ცნობილი მოიპოვებს თუ არა “ოსკარს” საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციაში ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები”, რომელიც ესტონეთ-საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.

საუკეთესო უცხოურენოვან ფილმებს შორის “მანდარინების” კონკურენტებია: რუსული ფილმი “ლევიათანი”, პოლონური “იდა”, მავრიტანიული “ტიმბუქტუ” და არგენტინული “ველური ისტორიები”.
ქართველი რეჟისორი და მსახიობები ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან.
“ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიას პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია “რუსთავი 2” გადასცემს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ანომალიური ყინვებია
შემდეგი სტატიარუსთავში ეკლესია გაქურდეს