„ოსკარის“ ორგანიზატორებს სექსიზმსა და რასიზმში ადანაშაულებენ

„ოსკარის“ ორგანიზატორებს სექსიზმსა და რასიზმში ადანაშაულებენ

2015 წლის „ოსკარის“ ნომინანტებიამერიკული კინოაკადემიის ჯგუფი რასობრივი და სექსუალური ნიშნით მრავალფეროვანი უნდა იყოს – ამბობს კინოაკადემიის პრეზიდენტი შერილ ბუნ აიზეკსი.
მსახიობების კატეგორიის ოცივე კანდიდატი თეთრკანიანია, რეჟისორებისა და სცენარისტების ნომინაციაში კი არც ერთი ქალი არ არის.
აიზეკსის განცხადებამ აკადემია მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.
მიუხედავად ამისა, ქალბატონი აიზეკსი ამაყია ნომინანტების სიით და იმით რომ ეთნიკური, რასობრივი და სხვა ჯგუფების მხრივ კინოაკადემიაში ბოლო პერიოდში პროგრესი შეინიშჯება.
შრილ ბუნ აიზეკსი კინოაკადემიის პირველი აფროამერიკელი ხელმძღვანელია. მისი სიტყვებით ახლა ორგანიზაცია მრავალფეროვან ხედვას სთავაზობს ობივატელს.
ნომინანტების გამოქვეყნებამ სოციალურ ქსელებში კრიტიკის დიდი ტალღა ააგორა – „ოსკარი“ ისეთი თეთრია“ – წერდნენ სოციალურ ქსელში.
ბევრი გაოცებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ სიაში ვერ მოხვდნენ ისეთი რეჟისორები როგორიც ავა დიუ ვერნაია, რომელმაც მარტინ ლუთერ კინგის წიგნის „სელმას“ ეკრანიზაცია გააკეთა, ასევე ფილმის მთავარი გმირის შემსრულებელი დევიდ ოიელოვო.
ამაზე აიზეკსი ამბობს, რომ ფილმი „სელმა“ წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაშია წარდგენილი.
ამერიკული კინოაკადემია 15 გილდიისგან შედგება. თითოეული მათგანი მხოლოდ საკუთარ კატეგორიას აძლევს ხმას. „ საუკეთესო ფილმი“ ერთადერთი კატეგორიაა, რომელსაც ჟიურის ყველა წევრი აძლევს ხმას.
ნომინაციის მაქსიმალური კატეგორია – ცხრა – მიიღეს ფილმებმა „გრანდ ოჰელი ბუდაპეშტი“ და „ბერდმენი.“

banner
წინა სტატიაშიმამამ 10 წლის ქალიშვილი ცოცხლად დამარხა
შემდეგი სტატიაოსკარის დაჯილდოვება – კვირას, თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება