“ოსკარის” ნომინანტთა ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

ლოს-ანჯელესში დღეს “ოსკარის” ნომინანტთა ვინაობა გაირკვევა.

ამერიკული კინოაკადემია ფავორიტთა სიას რამდენიმე საათში გამოაცხადებს. ფავორიტთა შორის სახელდება 5 ფილმი, მათ შორის “ბერდმენი და ბავშვობა,” რომელმაც ოქროს გლობუსი უკვე მოიპოვა.

დღესვე გაირკვევა, მოხვდება თუ არა ნომინანტებს შორის ქართული ფილმი. საუკეთესო უცხოენოვანი სურათების კატეგორიაში მოსახვედრად 9 ფილმს შორის ზაზა ურუშაძის “მანდარინები” და გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძულია” წარდგენილი, საიდანაც 5 ფილმი უნდა შეირჩეს.

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 22 თებერვალს “დოლბის” თეატრში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშილატვიელმა მამაკაცმა ცოლი ინგლისში ჩემოდნით ჩაიყვანა
შემდეგი სტატია“ნაციოანლური მოძრაობა“: RMG Gold-ს ლიცენზიის ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე ჰქონდა