ოსები ნავთობსადენთან დაკავშირებით BP-ს პირდაპირ დიალოგს თავაზობენ

c5586879746016485ba1bb54d93e2ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხოხ გაგლოითმა, რუსულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ არც ერთი სასაზღვრო აღმნიშვნელი ნიშანი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ არ დაყენებულა…

,,გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ადგილებზე ოსეთის სასაზღვრო ძალების მიერ განხორციელებული იქნა დაგეგმილი სამუშაოები რაც საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების დამონტაჟებას ისახავდა მიზნად ოსეთის საკუთარ ტერიტორიაზე 50 კილომეტრის პერიმეტრზე ოსეთის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ. ზოგიერთ ადგილზე კი, დაუდგენელი პირების მიერ დაზიანებული სასაზღვრო ნიშნების გამოცვლითი სამუშაოები ჩატარდა,, განაცხადა გაგლოითმა.

გაგლოითის განცხადებით ბაქო-სუფსის ნავტობსადენის ოსური მონაკვეთი, ამ მილსადენის ჩადების დღიდან  ნორმალურად მუშაობს და ქართველი ოფიციალური პირების ,,ნერვიულობა,, ამ საკითხთან დაკავშირებით და ალტერნატიული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული წინადადებები, მას უცხოური კომპანიის ფინანსების ათვისების სურვილად უფრო ეჩვენება, ვიდრე რეალურ პრობლემად და მასში ირონიას იწვევს

,,ბაქო-სუფსას ნავთობსადენის ოსური მონაკვეთის მომსახურების საკითხებთან დაკავშირებული კითხვების წარმოშობის შემთხვევაში კი, BP-ს ნამდვილად შეუძლია თვითონ მიმართოს სამხრეთ ოსეთის რასპუბლიკას და არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ყველაფერი კეთდებოდა და კეთდება ამ ნავთობსადენის ნორმალური ფუნქციონირებისათვის,, განაცხადა გაგლოითმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ,,საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ ოსეთის საზღვართან  დაკავშირებულ ინფორმაციულ შოუს გონივრული ახსნა არ გააჩნია,,

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ეს არის რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაცია
შემდეგი სტატიაბიუჯეტში ცვლილებების გადამუშავებული ვარიანტი მთავრობამ პარლამენტს უკან დაუბრუნა