ოსბორნი: ბრიტანეთი საბერძნეთის კრედიტების გადახდას არ აპირებს

ოსბორნი: ბრიტანეთი საბერძნეთის კრედიტების გადახდას არ აპირებს

ოსბორნი: ბრიტანეთი საბერძნეთის კრედიტების გადახდას არ აპირებსჯორჯ ოსბორნმა განაცხადა, რომ ბრიტანელი გადასახადის გადამხდელების თანხები საბერძნეთის ვალების დასაფარავად არ მიიმართება. ბრიტანეთის ფინანსთა მინსიტრმა ჯორჯ ოსბორნმა განცხადება დღეს გააკეთა. მან ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებს განცხადება გაუგზავნა, რომ საუბარიც კი ზედმეტია ევროზონაში არ მყოფი ევროკავშირის ქვეყნების სახსრების საბერძნეთის დასახმარებლად გამოყოფაზე.
მისი თქმით, ეს ევროპული სტაბილური ფინანსური მექანიზმის დარღვევა იქნება.
როგორც მოსალოდნელია, ოსბორნი იგივე განცხადებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანასთა მინისტრების შეხვედრაზეც გააკეთებს.
ევროპული ფინანსური სტაბილურობის მექანიზმი (EFSM) 2010 წელს შეიქმნა და ევროკავშირის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდია. ის იმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასახმარებლად არის განკუთვნილი, რომლებიც მძიმე ფინანსურ პრობლემებს განიცდიან.
(EFSM) ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ფინანსებს აერთიანებს, მათ შორის იმათ, რომლებიც ევროზონაში არ შედიან.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია ლიკა კიკიანს შეხვდა
შემდეგი სტატია,,უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაზარალებულებს 1 ლარად დაუბრუნდებათ”