ორჭონასში შექმნილ ვითარებას გიორგი მარგველაშვილი მიუღებელს უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხზე დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამ შეხვედრას ნავთობკორპორაციების წარმომადგენლები და უშიშროების საბჭოს მდივანიც დაესწრნენ.

პრეზიდენტმა შეხვედრაზე რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა და მომხდარს მიუღებელი უწოდა.

„ყველა მოქალაქისთვის და ჩემთვისაც მიუღებელია ყოველი ახალი მეტრი გამყოფი ზოლისა სუვერენულ მიწაზე. განსაკუთრებით ეს მიუღებელია, როდესაც ასეთი ზოლი გადის სტრატეგიულ ობიექტების მახლობლად. მაგრამ მე მინდა გავახსენო ყველას, რომ ურთულეს ვითარებაში ყველა ხელისუფლება ახერხებდა პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის გზით დაეძლია სირთულეები და ასე იქნება მომავალშიც. საქართველოს ფუნქცია როგორც სატრანზიტო ქვეყნისა, რომელსაც ასე ეფექტურად ვანვითარებთ, არ იქნება დაკნინებული და პირიქით კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალში,“ – აცხადებს პრეზიდენტი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი სადამკვირვებლო მისიების წამრომადგენლებმაც გააკეთეს.

„ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ ვითარება ადგილზე შეისწავლა და შეიძლება დავადასტუროთ, რომ იქ ორი ახალი აბრა გაჩნა და ეს აბრები ახლოს დგას მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან. ჩვენი უცვლელი პოზიციაა, რომ მავთულხლართების გაბმა და აბრების დამონტაჟება ადგილობრივებს უზღუდავს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. დიდი იმედი მაქვს რომ ისეთ ფორმატებზე როგორიცაა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი და ჟენევის დისკუსიებია ეს საკითხები წამოიწევა და დღის წესრიგში დადგება. – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი.

არ არის გამორიცხული ორჭოსანში შექმნილი ვითარების განსახილველად უშიშროების საბჭოს სხდომაც გაიმართოს. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობისგან ადეკვატურ რეაგირებას ელოდება.

banner
წინა სტატიაშიკარასინის პრეტენზიები რუსი დიპლომატების ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია“6 ათასი ბილეთი მოიპარეს”- ხმაურიანი აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან