ორშაბათობით 18:00 საათზე შვილებისა და მომავალი თაობებისთვის პარაკლისი აღევლინება

ყოველ ორშაბათს, საღამოს 18:00 საათზე შვილებისა და მომავალი თაობებისთვის პარაკლისი აღევლინება. ხვალ ასეთ პარაკლისს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.
უწმინდესმა მიმართა საკუთარ ნათლულებს, რომ თუკი საშუალება ექნებათ პარაკლისზე მიბრძანდნენ.
ამასთან, პატრიარქმა დღეს მრავალშვილიანი ოჯახები დალოცა. მან ოჯახებს, სადაც 10 და 10-ზე მეტი ბავშვია, გადასცა სიგელები და ოჯახის მფარველი ხატი. “ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენც გვყავს ოჯახები, სადაც არიან 10-12 და მეტი შვილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის მადლი განსაკუთრებით ამ ოჯახებში სუფევს”, – აღნიშნა ილია მეორემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩაის კულტურის განვითარებას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი
შემდეგი სტატიაჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გაიმართა