ორი ოპოზიციური ტელეკომპანიის – Kanalturk-ისა და Bugun TV-ის, ასევე ორი ბეჭდური გამოცემის ოფისები თურქულმა პოლიციამ შტურმით აიღო+video

turqeti

ორი ოპოზიციური ტელეკომპანიის – Kanalturk-ისა და Bugun TV-ის, ასევე ორი ბეჭდური გამოცემის ოფისები თურქულმა პოლიციამ შტურმით აიღო. ხელსიუფლება მედიასაშუალებებს ოპოზიციონერი ლიდერის – ფეითჰულა გიულენის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს ტელეკომპანიების შენობასთან მისული აქტივისტები, Bugun TV კი ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადასცემდა. თურქეთის ხელისუფლებამ ასევე, “კოზა-იპეკის” ჰოლდინგში შემავალი 22 კომპანიის მმართველობა ჩაიბარა. სექტემბერში, თურქმა სამართალდამცველებმა ამ კომპანიებში და ჰოლდინგის მფლობელის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ჰოლდინგი აშშ-ში მცხოვრებ ფეითჰულა გიულენს ფინანსურ დახმარებას უწევდა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიულენი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არაერთხელ დაადანაშაულა.
როგორც “ევრონიუსი” იტყობინება, თურქეთში მომხდარ მოვლენებს ევროკავშირი გამოეხმაურა და ოფიციალურ ანკარას, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 1 ნოემბერს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: მე არ ვარ რუსების კომენტატორი, ამიტომ ნამდვილად არ ვაპირებ ამაზე პასუხის გაცემას
შემდეგი სტატიაჟურნალისტი ლაშა ბერულავა პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება