ორი ახალი სპორტული ობიექტი გაიხსნა თბილისში

ორი ახალი სპორტული ობიექტი გაიხსნა თბილისში. ვერის ბაღში განახლებული საკალათბურთო დარბაზი ამოქმედდა, გაიხსმა ძიუდოს აკადემიაც. ორივე ობიექტი პრემიერმინისტრმა იფიციალურად გახსნა.

„ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მქონე თანამედროვე დარბაზი, რომელიც ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ღირსეულად უმასპინძლებს. საერთო ჯამში, ჩვენ 12 ობიექტი შევმატეთ დედაქალაქს, მათ შორის, 6 ობიექტი არის ახალი, დანარჩენი კი გარემონტებული და აღდგენილია. რაც მთავარია, 12-ვე სახელმწიფო ობიექტია. ეს არის საჩუქარი ჩვენი სპორტსმენებისთვის, რადგან ისინი იმსახურებენ ამ დახმარებას სახელმწიფოსგან,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვერის ბარღში მდებარე საკალათბურთო დარბაზი სტიქიური უბედურების დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა. თუმცა, მისი რეაბილიტირება უმოკლეს დროში მოხეხდა. ამ დროისთვის დარბაზი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემია კი პრემიერის გადაყწვეტილებით, მფლობელობაში ძიუდოს ფედერაციას გადაეცა. აკადემიის რეკონსტრუქცია 2014 წელს დაიწყო და 11 თვეს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრმა გიორგი მარგველაშვილს საჰაერო უსაფრთხოების ხელშეკრულების დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდა
შემდეგი სტატიაეკა ბესელიამ და შალვა შავგულიძემ პარლამენტში იკამათეს