ორგანიზებული თაღლითური დაჯგუფების ოთხი წევრი დააკავეს

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და მცხეთაში თაღლითური დაჯგუფების ოთხი წევრი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ქირაობდნენ სხვადასხვა მარკის და მოდელის ძვირადღირებულ ავტომანქანებს, ამზადებდნენ ავტომანქანის ყალბ ტექპასპორტებსა და სხვა დოკუმენტებს, ჩამოჰყავდათ საქართველოში და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით უკეთებდნენ განბაჟებას.

თაღლითური დაჯგუფების წევრები უკვე განბაჟებულ ავტომანქანებს თბილისში, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკებში ალომბარდებდნენ.

ბრალდებულების თაღლითური საქმიანობით რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ყალბი დოკუმენტაცია და სალომბარდე ხელშეკრულებები ამოიღეს.

ასევე ამოღებულია თაღლითურად დაუფლებული სამი ავტომანქანა. ოთხივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივულკანის ამოფრქვევა ჩილეში+foto
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი დააკავეს