გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ განცხადება გააკეთა და მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართა, რომ სხვა პოლიტპატიმრებიც დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
“მივმართავ პრეზდენტ მარგველაშვილს, სასწრაფოდ ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. ეს არის მისი კომპეტენცია. იმიტომ, რომ ივანიშვილი და სხვები და პარლამეტის უმრავლესობა ამ ნაბიჯს არ გადადგამს. გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი საპყრობილიდან,“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
გიგი უგულავა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ გამოაცხადა.