ოპოზიცია “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონის კენჭისყრას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

78 ხმით ერთის წინააღმდეგ – “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილები პირველი მოსმენით მიღებულია.

საუბარია უწყებიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება.

ცვლილებას არ ეთანხმება ოპოზიცია, რის გამოც რიგგარეშე სხდომას პროტესტის ნიშნად ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებიან.

ნაციონალურმა მოძრაობამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს კანონის კენჭისყრის გადადება მოსთხოვეს.

„მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმით, ასეთი 4 ორგანიზაცია არ გაგიჟებულა და ერთხმად არ გვეუბნება იმას, რომ ხალხო ნუ გააკეთებთ ამას, თქვენს ქვეყანას ნუ უღალატებთ და თქვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯს ნუ გადადგამთო. მაგრამ ამ ყველაფერს ჯაბნის ერთი ადამიანის, რომელიც შუშის სასახლეში არის გამოკეტილი და არაფორმალურად მართავს ამ ქვეყანას, ინტერესი, მისი აზრი და მისი ახირება,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე.

პრეზიდენტი კანონზე ვეტოს დადებას აპირებს. მმართველი გუნდი კი ვეტოს დაძლევისთვის მზადყოფნას აცხადებს.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე ე.წ. კაბელების თემაზე სასამართლოს დასრულების შემდეგ კომენტარის გაკეთების პირობას დებს
შემდეგი სტატიაკომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” კონდიციონერის ჩართვაზე სანქციებს ამკაცრებს