22 ივნისი, ფაშისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის და საბჭოთა ისტორიაში ,,დიდი სამმაულო ომის,, დაწყების დღედ არის მიჩნეული…
როგორც ცნობილია, გერმანიის ფაშისტური არმია, 1941 წლის 22 ივნისს, დილის 4 საათზე, ბელორუსის სასაზღვრო ქალაქ ბრესტს დაესხა თავს და ამ დღიდან ჩაერთო საბჭოეთი მეორე მსოფლიო ომში.
ამ დღის აღსანიშნავად, გუშინ ბრესტის ციხესიმაგრესთან, დილის 4 საათიდან სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა, რომელშიც რუსეთის პატრიარქმა კირილმაც მიიღო მონაწილეობა, ეს ფაქტი კი, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პატრიარქის პრესმდივანმა, დიაკვანმა ალექსანდრ ვოლკოვმა, სოციალური ქსელით ასე ამცნო საზოგადოებას:
,,პატრიარქი დღეს დილის 4 საათიდან ბრესტის ციხესთან გამართულ მიტინგზე. განსაკუთრებულ და წმინდა ადგილზე, გადაუჭარბებლად… ომის დაწყების დღეს გილოცავთ ყველას!,,