ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთში ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს გადასცეს

ახალგაზრდული ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოში დღეს ოლიმპიურ ცეცხლს შემოიტანენ. მანამდე ათენში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა, რომლის დროსაც ცეცხლი ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს გადაეცა.

ცერემონიის დროს ათენში შესრულდა საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები. ოლიმპიური კომიტეტების წევრები ცეცხლს დღეს 20 საათზე ბათუმში ჩამოიტანენ, სადაც საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ოლიმპიური ცეცხლი მთელ საქართველოს მოივლის და ოლიმპიადის დაწყების წინ მას თბილისში შემოაბრძანებენ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ოლიმპიურ ცეცხლს 700-მდე მეჩირაღდნე შემოატარებს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: უნდა შევძლოთ გაფრთხილება იმის, რაც გვაქვს, უნდა შევძლოთ დაბრუნება იმის, რაც დავკარგეთ
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეული წინაპარი გახდეს ყოველი მომავალი თაობის