ოლიმპიადის გახსნაზე მეჩირაღდნეთა შორის კახა კალაძე იქნება

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში 2000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. როგორც ჟურნალისტებს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა განუცხადა , მაქსიმალურად იქნება წარმოჩენილი ქართული კულტურა, თუმცა თანხვედრაში იქნება თანამედროვეობასთან. მისივე თქმით, ბოლო მეჩირაღდნეთა ჯგუფში იქნება 14 მეჩირაღდნე, რომლებიც თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმართულებით 19:30 საათზე გაემართებიან.
მეჩირაღდნეთა შორის იქნება ნინო სალუქვაძე, კახა კალაძე, ზურაბ ზვიადაური, ლევან თედიაშვილი და სხვა მოქმედი და ყოფილი სპორტსმენები. 20:00 საათზე დაიწყება გრანდიოზული შოუ, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა ექსპოზიციით, მათ შორის წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია “არგონავტები”, ქართული ცეკვები, ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტები და ა.შ. საქართველოს ჰიმნს პაატა ბურჭულაძე შეასრულებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე “სუხიშვილები” და ირმა ნიორაძე.
საზეიმო ღონისძიება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიხსნება.

banner
წინა სტატიაში14 წელი გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან – ოჯახი გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიაშეწყალების კომისია ბობოხიძეს სასჯელაღსრულებიდან დადებითი რეკომენდაციის გარეშე ვერ შეიწყალებდა