“ოლიმპიადას ღირსეულად ვუმასპინძლეთ და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალში გამოძახილს პოვებს” – სპორტის მინისტრი

“ოლიმპიადას ღირსეულად ვუმასპინძლეთ. დარწმუნებული ვარ, ეს მომავალში გამოძახილს პოვებს,” – ასე აფასებს ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ხეჩიკაშვილს მიაჩნია, რომ ფესტივალმა მაღალ დონეზე ჩაიარა.

“ყველა ამბობს, რომ ოლიმპიური ფესტივალი მაღალ დონეზე ჩატარდა. ეს არის მაღალი განაცხადი, რომ საქართველოს შეუძლია მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება. უკვე არის რამდენიმე განაცხადი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღირსეული მასპინძლობა გამოძახილს მომავალში პოვებს,” – აცხადებს ტარიელ ხეჩიკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო კარგი ღონისძიება საქართველოსთვის” – დავით ბაქრაძე თბილისი2015-ს აფასებს
შემდეგი სტატია“ჩვენი ქალაქის და ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდა” – ნარმანია თბილისი 2015-ს აჯამებს