“ოლიგარქი ივანიშვილი ძირს უთხრის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას,”- პეტრე ცისკარიშვილი

პეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში

“ოლიგარქი ივანიშვილი ძირს უთხრის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას,”- ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი გუშინ ბიძინა ივნიშვილის და დღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის განცხადებები ქვეყანას აზარალებს.

“ეს ხელისუფლება და ოლიგარქი ივანიშვილი საკუთარი ქმედებებით და განცხადებებით ძირს უთხრიან ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და კონფლიქტში შედიან სავალუტო ფონდთან რაც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და ურთიერთობებს ინვესტორებთან დააზარალებს,”- აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – ნაფიც მსაჯულთა სისტემას ხარვეზები აქვს
შემდეგი სტატია„გაერო-ში ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატება კიდევ ერთხელ დაფიქსირდა“