,,ოლიგარქატი ბოლო სცენარზე გადადის,, სააკაშვილი კოლომაისკის პასუხობს…

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის მიერ პრესაში მისი მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას ,,ფეისბუქით,, ეხმაურება…
,,უკრაინული ოლიგრქატი, ზუსტად ისევე როგორც პუტინი, ხელს უშლის უკრაინული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და არის მთავარ საკვები გარემო პოლიტიკური კორუფციისა.
ოლიგარქი, ჩემი მოსყიდვისა და დისკრედეტიცაციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გვთავაზობს, რომ მე დამაძინონ როგორც ძაღლი… და გადადის ოლიგარქებისთვის ცნობილ ბოლო სცენარზე, პირდაპირ მუქარებზე. მე ვფიქრობ, რომ უკრაინელი ხალხი მალე საბოოდ მიუჩენს თავის ადგილს, გათახვედებულ გადმონაშთებს ბანდიტური ათწლეულებისა,, წერს სააკაშვილი

შეგახსენებთ, რომ დღეს, ებრაული წარმოშობის უკრაინელმა ოლიგარქმა და დნეპროპეტროვსკის ყოფილმა გუბერნატორმა იგორ კოლომოისკიმ, რომელიც ახლადდაფუძნებული ოპოზიციური პარტია ,,უკროპის,, სპონსორადაც მოიაზრება, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ უკრაინის მთავრობა ოლიგარქების, კერძოდ კოლომოისკის და ახმეტოვის დაკვეთებს ასრულებს, უკრაინულ მედიასთან კომენტარი გააკეთა…

,,როცა ძაღლი ალიკაპის გარეშეა და იკბინება… მაშინ ძაღლიც უნდა დაისაჯოს და რაც მთავარია მისი პატრონიც. ძაღლებს ასეთ შემთხვევაში აძინებენ. ჩვენს შემთხვევაში კი შეიძლება, რომ მას გადასახადი ავკიდოთ და ისე გავაგზავნოთ საქართველოში, რომ მან იქ დაკბენილ ადამიანებზეც აგოს პასუხი. რაც შეეხება მის პატრონს, ჩვენ გვესმის ვინ არის ის,, განაცხადა კოლომოისკიმ.

,,ჩემი ხაზი სააკაშვილთან ურთიერთობისა, მასთან სასამართლოებზე შეხვედრაა… სადაც ჩემს პატივსა და ღირსებას დავიცავ… და მატერიალურ კომპენსაციას მივიღებ მისგან…. სააკაშვილი აცხადებს, რომ 200.000 დოლარი აქვს ხელფასი… იქიდან გადამიხადოს,, აღნიშნა კოლომოისკიმ.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიქალი გოლი საქართველოში ბრუნდება…
შემდეგი სტატიაფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია