ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება ე.წ. სასაზღვრო ზონის შემცირებას გეგმავს

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მინისტრთა კაბინეტი, უშიშროების კომიტეტის ინიციატივით, მორიგ სხდომაზე სასაზღვრო ზონის სიშორის შემცირების საკითხს განიხილავს.

სხდომის მონაწილეებმა სასაზღვრო ზონის რეორგანიზაციის საკითხი განიხილეს, რაც ამ ზონიდან დასახლებული პუნქტების გამოყვანასა და ზოგიერთ მონაკვეთზე სასაზღვრო ზონის სიშორის შემცირებას გულისხმობს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ზოზულიამ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საზღვრისპირა ტერიტორიების უსაფრთხოებას გაზრდის.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, აღნიშნული საკითხი დეტალურ განხილვას საჭიროებს. პროექტის განხილვა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის მორიგ სხდომაზე იგეგმება.

banner
წინა სტატიაშისაქართველო “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან” თანამშრომლობას აფართოებს
შემდეგი სტატიაყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობის რეაბილიტაციის შემდეგ დევნილებს ბინები გადაეცემათ