ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

ვინ დააზიანა ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი?ბილისში, 9 აპრილის ბაღში, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 9 აპრილის ბაღში, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დააზიანეს. კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა – “ოთარ მეღვინეთუხუცესი” მთლიანად არის მოგლეჯილი.  ძეგლი გუშინ სავარაუდოდ გვიან ღამით დააზიანეს.

როგორც თბილსიის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვალერი პაპიაშვილმა განაცხადა, დედაქალაქის მერია ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანებულ ნაწილს უმოკლეს ვადაში აღადგენს.

banner
წინა სტატიაშისომხეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია დასრულდა
შემდეგი სტატიაჰაფეზ ასადმა ,,შარლი ებდოს,, მოწინააღმდეგებს დაარტყა