ოთარ კუშანაშვილი უკრაინიდან გააძევეს

რუსეთში ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ქართველი ეროვნების  ოთარ კუშანაშვილი რამდენიმე დღის უკან უკრაინიდან გააძევეს… ამის სესახებ თავად ჟურნალისტი წერს საკუთარ ბლოგში.

,,მე უკრაინაში თავს ვგრძნობ როგორც ბავშვი ,,დისნეილენდში,, მე იქ თავბრუს მახვევენ გოგონები, რომლებიც გიღიმიან არა ფულის გამო… იქ შენს მიღწევებზე ტაშს გიკრავენ და არასოდეს ლეტელურობას არ გისურვებენ…,, წერს ჟურნალისტი თავის ბლოგში ისე, რომ უკრაინიდან გამოძევების მიზეზს არ აკონკრეტებს… ,,მე ახლაც გამიღიმეს კიევში, თუმცა მირჩიეს ,,წავეთრიო იქ საიდანაც ჩამოვბრძანდი,, მე არ დავიწყებს უშვერი სიტყვებით გინებას, მე დიდი ბიჭი ვარ… ხალხს თავისი სამსახური აქვს, მე არ მინდა ბოროტების გამრავლება, გაბოროტებულობის, გამძაფრების… მხოლოდ ორი სიტყვა მინდა ვთქვა… არ არსებობს ჩემზე დიდი ომის მოწინააღმდეგე და არ არსებობს უფრო დიდი მეგობარი უკრაინისა ვიდრე მე… აი რა უნდა ცოდნოდათ იმ ადამიანებს, ვინც ჩემი შეშვების წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღეს… მე იქ უბრალოდ ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ჩასახუტებლად ჩავედი და ახლა არანაირ წყენას არ ვინახავ… წყენისთვის მე საკმაოდ მაღალი ინტელექტი და საკმაოდ ცოტა დრო მაქვს… თავს გაუფრთხილდით… ეს ჩემი ექსტრადაციის მომწყობებსაც გეხებათ.,, წერს კუშანაშვილი საკუთარ ბლოგში.

 

banner
წინა სტატიაშისოციალურად დაუცველებმა, იპოთეკით დაზარალებულებმა და ეკომიგრანტებმა ბათუმის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს
შემდეგი სტატიათავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრობის პოსტებზე წარდგენილი თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი თავიანთ უწყებებში მისვლას ორშაბათს გეგმავენ