ოთარ კახიძე: მინდა ვუთხრა ბიძინას, რომ გატყუებენ

მინდა ვუთხრა ბიძინას, რომ პროკურორები ატყუებენ, ადეიშვილი ლტოლვილის სტატუსის გამო არ ამოუღიათ ინტერპოლის დევნილთა სიიდან , – ამის შესახებ ადეიშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

“ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებები კეთდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რადგან დაამშვიდონ, გაბრაზებულია პროკურორებზე. მინდა ვუთხრა ბიძინას, რომ გატყუებენ. ერეკლე კოდუას ლტოლვილის სტატუსი აქვს, მაგრამ ინტერპოლის დევნილთა სიიდან არ ამოუღიათ. ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის თანახმად დაუშვებელია ინტერპოლის მექანიზმის გამოყენება პოლიტიკური მოტივაციის საქმეზე. ამ შემთხვევაში ზურაბ ადეიშვილის განმარტებაზე დადგინდა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას. ჩვენი წერილები, რომელსაც ინტერპოლს ინტენსიურად ვაწვდიდით, სწორედ ამ საკითხს ეხებოდა”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიხაშურში 33 წლის მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილს ლატვიელმა კოლეგამ ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა