ოთარ დანელია: ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს

პურის ფასის სავარუდო მატებასთან დაკავშირებით სულ ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა.

ოთარ დანელია ამბობს, რომ ამ დროისთვის ფქვილის ფასის მატების არაიანი მიზეზი არ არსებობს.

მისი თქმით, ხორბლის მოსავალი დიდია და ფქვილის ფასის მომატება მოსალოდნელი არ არის.

“ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს,” – განაცხადა ოთარ დანელიამ.

მინისტრის განცხადებით, ის კომპანია იფქლის წარმომადგენლებს, რომელთაც მინისტრთან შეხვედრის სურვილი ასევე გამოთქვეს, შეხვდება და მისთვის გაუგებარია, რატომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამინისტროში მათთან შეხვედრაზე უარს ამბობენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო მანევრები დაიწყო
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელი დააკავეს