ოთარ დანელია – მიწების დამუშავებასთან დაკავშირებით შესაძლოა, დიფერენცირებული სატარიფო მიდგომა დაწესდეს

მიწების დამუშავებასთან დაკავშირებით შესაძლოა, დიფერენცირებული სატარიფო მიდგომა დაწესდეს, – ამის შესახებ ჟურნალსიტებს მთავრობის სხდომიდან გამოსულმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განუცხადა.
ამით ოთარ დანელია კითხვას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ინიციატივა არსებობდა, რომ შეიძლებოდა დაჯარიმებულიყვნენ, ან გადასახადი გაზრდოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც მიწას არ დაამუშავებდნენ. როგორც მინისტრმა განმარტა, ეს არის არა ჯარიმა, არამედ საუბარია დიფერენცირებულ სატარიფო მიდგომაზე.
“გახსნილია დისკუსია. ჩვენ ამ თემაზე დავიწყეთ მსჯელობა სხვა რგოლებთან. შესაბამისად, ეს გახლავთ არა ჯარიმა, არამედ ეს არის დიფერენცირებული სატარიფო მიდგომა, იმიტომ, რომ ვინც მიწაზე მუშაობს და რეალურად ამუშავებს მიწას, მიზნობრივად მას ექნება გაცილებით უკეთესი და შეღავათიანი ტარიფი, ვიდრე იმას, ვინც წლების მანძილზე უბრალოდ არ იყენებს ან მიწას, ან უფრო მეტიც, არავის აძლევს საშუალებას, რომ ეს მიწა შესაბამისად დატვირთოს. ეს არის ინიციატივა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მცირემიწიან გლეხებს. საუბარია მათზე, ვისაც აქვს დიდი მასივები”, – განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, არის რამდენიმე პროცედურა და შესაბამისად ის ფიქრობს, რომ უახლესი თვენახევარი, ორი თვის მანძილზე ინიციატივის დონეზე მაინც დაიწყება ამ საკითხზე მსჯელობა.

banner
წინა სტატიაშისაქსტატის მონაცემებით, აპრილში საკვები პროდუქტები და თამბაქო გაძვირდა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო არ ადასტურებს, რომ ალექსანდრე ანქვაბი თბილისში მკურნალობს