ოთარ დანელია: მთავრობა პასუხისმგებლობას არ გაურბის, არ გაურბოდა და არასდროს გაექცევა

„ასეთი შესაძლებლობები საქართველოში ბიზნესის თავისუფლების კუთხით არასოდეს არ ყოფილა,“ – ოთარ დანელია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ გაურბის და ყველა საჭირო მექანიზმი ამუშავდება, რათა ეკონომიკური პრობლემები დაძლეული იქნეს. მინისტრმა ეს განცხადება „თბილისი მარიოტში“ მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, სადაც მინისტრებისა და ბიზნესმენების შეხვედრა მიმდინარეობს.

„მთავრობა პასუხისმგებლობას არ გაურბის, არ გაურბოდა და არასდროს არ გაექცევა. ჩვენ გაცილებით კიდევ უფრო პრო-აქტიური გავხდით იმასთან მიმართებაში რასაც ინვესტიციების კიდევ უფრო გააქტიურებული მოზიდვა ჰქვია. თუ ინვესტიციებისთვის როდესმე მიმზიდველი იყო საქართველო, ეს არის დღეს, იმიტომ რომ ასეთი შესაძლებლობები საქართველოში ბიზნესის თავისუფლების კუთხით არასოდეს არ ყოფილა,“ – განაცხადა ოთარ დანელიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა გაეროსაგან სამშვიდობო მისიას ითხოვს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: მინიმუმ წელიწადნახევარი გველის სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში