ოზურგეთის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ოზურგეთი

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა ლეიბორისტული პარტიიდან ნათია შარაშენიძემ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დაწყებიდან რამდენიმე წუთში სხდომის დატოვების მიზეზად შარაშენიძე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებისგან განსხვავებით, ხელფასების მატების პრიორიტეტულობას ასახელებს.

“2015 წლის პირველ საკრებულოს სხდომაზე ნომერ პირველი განსახილველი საკითხი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოსა და მერიაში ხელფასების მატების საკითხი იყო, პროტესტის ნიშნად დავტოვე საკრებულოს სხდომა”-აცხადებს შარაშენიძე.

იგი ასევე განმარტავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც 7,5 მილიონი ლარია 4 მილიონ ლარამდე ხელფასებსა და დანამატებზეა გათვლილი. შარაშენიძის თქმით წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების ნაცვლად საკრებულომ პირველივე სხდომაზე გამოტანილი 7 საკითხიდან 3 ხელფასების მატებას დაუთმო.

ამავე თემას აპროტესტებენ „გაერთიანებული დემოკრატებიც“, რომლის ერთ-ერთი ადგილობრივი წარმომადგენელი თამილა ნადირიძე აცხადებს, რომ ოზურგეთში „თვითმმართველობა არ არსებობს და ის ორიენტირებულია ადმინისტრაციისა და საჯარო მოხელეების კეთილდღეობაზე.“

banner
წინა სტატიაშიავიაკატასტროფას ახალ ზელანდიაში ყველა მგზავრი გადაურჩა
შემდეგი სტატიაუშგული ელექტროენერგიისა და გზის გარეშეა დარჩენილი