ოდესის სასამართლომ გეი აღლუმები აკრძალა

თურქეთის პოლიციამ სტამბულში გეი-აღლუმი დაარბია

თურქეთის პოლიციამ სტამბულში გეი-აღლუმი დაარბიაოდესის სამხარეო სასამართლომ თანასწორობის მარში აკრძალა, რომლის ჩატარების ინიციატივა ლგბტ-თემს ეკუთვნოდა და რომელიც შაბათს უნდა გამართულიყო ოდესაში.

ოდესის საქალაქო საბჭომ ფესტივალ “ოდესა პრაიდ-2015”-ის ორგანიზატორების წინაარმდეგ სარჩელი შეიტანა. ისინი მარშის ორგანიზატორების მოთხოვნის შეზღუდვას მოითხოვდნენ 13-დან 16 აგვისტოს განმავლობაში. მათ ეს ნაბიჯი ქალაქში არსებულ ნეგატიურ განწყობას დააბრალეს.

სასამართლომ საქალაქო საბჭოს ინციატივას მხარი დაუჭირა, რადგანაც “ღონისძიებამ შესაძლებელია მართლაც რეალური საშიშროება შექმნას საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით”, ასევე ფიზიკური ზიანი მიაყენოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს.
“ოდესა პრაიდ-2015” არის ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი თანასწორობის მარში პარასკევიდან კვირის ჩათვლით გაგრძელდება. სასამართლმ ასევე მხედველობაში მიიღო ის, რომ ქალაქში ამ პერიოდში ორი საფეხბურთო მატჩია დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაში„გუშინ ქადაგიძემ გააკეთა განცხადება, რომლის შედეგსაც უკვე ვხედავთ სავალუტო ჯიხურებში“
შემდეგი სტატიაირაკლი ღლონტს პარტიის თავმჯდომარეობაში ეცილებიან