ოდესა თბილისის ზოოპარკს დანაკარგის აღდგენაში დაეხმარება

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ზოოპარკი მზადაა დაეხმაროს თბილისის ზოოპარკს ცხოველთა და ფრინველთა კოლექციის აღდგენაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ოდესელები მზად არიან გადასცენ თბილისის ზოოპარკს ფრინველები და ცხოველები, რომელთა შორისაც არიან იშვიათი ჯიშის არწივები, გავაზები, ჯიხვები, ორკუზიანი აქლემი, ირმები, პონის ცხენები და სხვა… სულ 17 სული.
ოდესელი სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ გადაცემული ზოოპარკის ბინადრები თბილისის ზოოპარკს დანაკლისს მცირეოდენით მაინც შეუვსებს…
ცხოველთა გადაცემისა და ტრანსპორტირებისა პროცედურებს, ოდესის ზოოპარკის წარმომადგენლები, თბილისელ კოლეგებთან ერთად ეტაპობრივად მოაგვარებენ

banner
წინა სტატიაშირუსეთში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს
შემდეგი სტატიარა ხდება ამ წუთებში მარჯვენა სანაპიროზე+ფოტო