ობამა სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას გაზრდის – აშშ-ს 2016 წლის ბიუჯეტი

ობამა სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას გაზრდის - აშშ-ს 2016 წლის ბიუჯეტი

აშშ-ში 2016 წლსი ბიუჯეტში სამეცნიერო და ტექნოლოგიური დაფინანსების 6%-ით გაზრდას აპირებენ. რაც საერთო ჯამში ასობით მილიარდი დოლარი იქნება. პრიორიტეტები თავდაცვის სფეროში გამოკვლევები, სამეწარმეო გამოგონებები და ერის სიჯანსაღის პროგრამები იქნება.
თებერვლის დასაწყისში ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ კონგრესში განსახილველად შეიტანა 2016 საფინანსო წლის ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტი.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ს საერთო სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილი 4 ტრილიონი დოლარია, სამეცნიერო კვლევებსა და ტექნოლოგიურ გამოგონეებებზე ობამა და მისი მრჩევლები 146 მილიარდი დოლარის გამოყოფას ფიქრობენ, რაც 6%-ით მეტია მიმდინარე წლის ფაქტიურ მაჩვენებელზე.
ამ კონსოლიდირებულ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პორტფოლიოში წარმოდგენილი ხარჯები სამხედრო და სამოქალაქო კვლევებზე ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული.
ექსპერტების აზრით, აშშ-ს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული სახელმწიფო ბიუჯეტის ვერსია კონგრესზე ბევრად შეიცვლება. ორივე პალატაში რესპუბლიკელები მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ სახელმწიფო ხარჯების აგრესიული გახარჯვის პოლიტიკას, რომელსაც ობამას ჯგუფი სთავაზობს კონგრესს.
ჯერჯერობით ყველაზე გამოკვეთილი გეგმები თავდაცვის სამინისტროს აქვს, რომელიც ტრადიციულად რესპუბლიკელების სიმპათიით სარგებლობენ. მათი საერთო ბიუჯეტი, განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც პროექტს თან ახლავს, შესაძლებელია ისტორიის მანძილზე ყველაზე მსხვილი აღმჩნდეს: 585 მილიარდი დოლარი (4,4%-ით გაზრდილი).
თავდაცვის სამინისტროს ახალი სიტყვა ეგრეთ წოდებულ Opportunity, Growth and Security Initiative-ს ეხება, რაც სიტყვასიტყვით „ინიციატივა, შესაძლებლობები, ზრდა და უსაფრთხოებას“ ნიშნავს. სპეციალური პროგრამა, რომელიც ობამას ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ შარშან შესთავაზა კონგრესს პირველად, ამერიკული სამხედრო არსენალის მოდერნიზაციას და ინფრასტრუქტურების ობიეტქტების განახლებას გულისხმობს. ახალ 2016 წელს ამ კუთხოთ 26, 5 მილიარდი დოლარის გახარჯვაა დაგეგმილი, რომელიც ძირითადად ავიატექნიკის შესყიდვაზე უნდა წავიდეს.
გარდა ამისა, სხვადასხვა საიდუმლო სამხედრო პროექტებზე პენტაგონი 18, 8 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც სპეციალიზირებული საიტის Defense One-ის ანალიტიკოსების თქმით 7%0-ით მეტია, ვიდრე 2015 წელს გამოთხოვილი თანხა.
პენტაგონის მიერ უახლოეს ტექნოლოგიებსა და ხელსაწყოებზე გამოყოფილი თანხა 11, 5 მილიარდი დოლარია, საიდანაც 3 მილიარდი „მთავარი მამოძრავებელი ტვინის“ თავდაცვითი ცენტრის დაფინანსებას მოხმარდება. ბლოკის ფინანსები, რომელიც სამხედრო ფუნდამენტურ სამეცნიერო გამოკვლელებს აწარმოებს, წელს 8%-ით შეიკვეცა და 2,1 მილიარდი დოლარი იქნება.
აშშ-ს მთავრობის ბოლო ორი წლის ყველაზე ამბიციური პროექტი ნაციონალური ქსელის შექმნის გრძელვადიანი პროგრამაა. მასზე მთავრობა 1,5 მილიარდ დოლარს დახარჯავს.
აშშ-ს მთავრობას სხვადსახვა საინტერესო პროექტები აქვს დაგეგმილი 2016 წლისთვის, რომლის სრული ვერსია სავარაუდოდ, მალე გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაშიდღეს ბრიუსელში საბერძნეთის ახალ წინადადებას განიხილავენ
შემდეგი სტატიამერკელი და ოლანდი პარიზში უკრაინის კრიზისს განიხილავენ