ობამა-პუტინი ცუდი სტრატეგია

იმპროვიზაციები, რომლითაც პუტინი იყო ამ მომენტიდან დაკავებული, მას უფრო ღრმად და ღრმად ითრევდნენ სიტუაციაში, რომელიც საერთაშორისო უფლებებს არღვევდა, რომელიც არღვევდა ტერიტორიულ ღირებულებებს და უკრაინის სუვერენიტეტს. ამ სიტუაციამ რუსეთის დიპლომატიური იზოლირება გამოიწვია, ევროპა აიძულა ფრთხილად და უხალისოდ აწარმოოს ბიზნესი რუსეთთან და მიიყვანა სანქციებამდე, რომელმაც რუსეთის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა.

ობამა-პუტინი ცუდი სტრატეგიასიენენთან ინტერვიუში აშშ-ს პრზეხიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია „ცუდი გადაწყვეტილებების მაგალითია, რასაც ბატონი პუტინი რუსეთის სახელით იღებს“.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ყირიმის ანექსია „რუსეთს მოუბრუნდება არა როგორც მოგება, არამედ, როგორც დიდი დანაკარგი“.
„წავიდა ის ეპოქა, მიწების მიტაცება დიდი ერების ფორმულა რომ იყო“ – თქვა ბარაკ ობამამ.
ამერიკის პრეზიდენტის აზრით, გასულ წელს პუტინი იღებდა სპონტანურ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.
„პუტინმა ყირიმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არა როგორც რომელიმე გრანდიოზული სტრატეგიული გეგმის ნაწილი, არამედ მაიდანზე განვითარებული მოვლენების გამო, რომელსაც იანუკოვიჩის გაქცევა დაემატა“ – თქვა ბარაკ ობამამ.
„იმპროვიზაციები, რომლითაც პუტინი იყო ამ მომენტიდან დაკავებული, მას უფრო ღრმად და ღრმად ითრევდნენ სიტუაციაში, რომელიც საერთაშორისო უფლებებს არღვევდა, რომელიც არღვევდა ტერიტორიულ ღირებულებებს და უკრაინის სუვერენიტეტს. ამ სიტუაციამ რუსეთის დიპლომატიური იზოლირება გამოიწვია, ევროპა აიძულა ფრთხილად და უხალისოდ აწარმოოს ბიზნესი რუსეთთან და მიიყვანა სანქციებამდე, რომელმაც რუსეთის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა.“
ბარაკ ობამამ ამერიკულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ასევე თქვა,რომ რუსეთი ვაშინგტონს იგნორირებას უკეთებს. რუსეთზე ერთადერთი ზეგავლენის იარაღი დიპლომატიურია, „არა მგონია აშშ-სთვის და მსოფლიოსთვის გონიერი იყოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლა“, ამასთანვე ის რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს განსაკუთრებული ოპტიმიზმით არ უყურებს, რადგანაც მისი პირადი რეიტინგი რუსეთში მაღალია.
„არის თუ არა პუტინი მზად შეთანხმებზე წამოვიდეს? ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ბევრი ლაპარაკი გვესმის კანცლერ მერკელთან, პრეზიდენტ ოლანდთან და ჩვენთან, ვისთანაც ის ერთს ამბობს, მომდევნო მოქმედება კი სულ სხვას გვაჩვენებს“ – თქვა ოარაკ ომამამ.
მან გაიმეორა ბრალდება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტები რუსეთისგან იღებენ „დაფინანსებას, იარაღს და სამხედრო ატრიბუტიკას. ასე რომ პუტინი ჯერჯერობით იყურება უკან და არა წინ. შეასაძლებელია მან მომავალში შეიცვალოს საკუთარი ხედვა, მაგრამ ჯერჯერობით მყარი პოზიცია უჭირავს“ ფიქრობს აშშ-ს პრეზიდნეტი ბარაკ ობამა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე პოლიციის კიდევ ერთი ყოფილი მაღლჩინოსანი დაიკითხება
შემდეგი სტატიასავალუტო ფონდის ექს-ხელმძღვანელი სუტინორობაზე გასამართლდება