ობამა: ამერიკელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა „ჩვენ“ არის

obama

ბარაკ ობამამ პუტინს ორი კვირა მისცა მოსაფიქრებლადგუშინ, ბარაკ ობამამ მონაწილეობა მიიღო დემონსტრაციაში, რომელიც ალაბამას შტატში, სელმეს მოვლენების 50 წლისთავს მიეძღვნა. ქალაქის მკვიდრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ობამამ აღნიშნა, რომ ქალაქში 50 წლის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ამერიკელმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საკუთარი უფლებები და თავისუფლება დაეცვა, რომ კანის ფერის მიუხედავად უფლებები თანაბარი გახადა ყველასთვის. 1965 წელს, სელმეში ედმუნდ პეტუსის სახელობის ხიდზე მომხდარი შეტაკება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი იყო ამერიკის ისტორიაში, როცა პოლიცია საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ მოსახლეობას დაეტაკა. მოვლენები ტელევიზიით გადაიცემოდა და ის მილიონობით ადამიანმა ნახა როგორც აშშ-ში ასევე სხვადასხვა ქვეყნებში. სელმეს მოვლენებიდან ერთი კვირის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა ლიდონ ჯონსონმა კონგრესს მიმართა, რომ მხარი დაეჭირათ კანონისთვის, რომელიც აფრო-ამერიკელებს არჩევნებში მონაწილეობას დართავდა უფლებას.

banner
წინა სტატიაშითორებს შოტლანდიური „ლატენტური სეპარატიზმის“ ეშინიათ
შემდეგი სტატიაეს არის უგუნური გადაწყვეტილება–ჯემალ ფუტკარაძე