ობამას ცეკვა ალიასკურ მოტივებზე… (VIDEO)

ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდ შტატ ალიასკაში 3 დღიანი ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ალიასკის ძირძველი მოსახლეობის ხალხური ცეკვა შეასრულა…

ალიასკის ქალაქ დილინჰემში მყოფმა აშშ-ს პრეზიდენტმა ადგილობრივი სკოლა მოინახულა, სადაც მის პატივსაცემად მოწყობილ შეხვედრაზე, პატარა მოსწავლეებთან ერთად ალიასკელი აბორიგენების ხალხური ცეკვაც შეასრულა. პრეზიდენტმა ცეკვის დასრულების შედეგ სიტყვითაც მიმართა დარბაზში მყოფ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს.

აღსანიშნავია, რომ ალიასკის სკოლაში ობამას ცეკვა, მისი ქორეოგრაფიული ნიჭის პირველი გამოვლინება არაა… ერთი თვის წინ, ობამა მშობლიურ კენიაში ვიზიტის დროსაც ჩაება ადგილობრივ ხალხურ ცეკვაში.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიიაპონიამ პან გი მუნი ჩინეთის აღლუმში დასწრების გამო გააკრიტიკა
შემდეგი სტატიააფხაზეთი და ვენესუელა უვიზო მიმოსვლის შესახებ თანხმდებიან…