ობამას გამოსვლისას მოსამართლეს დაეძინა

ობამას გამოსვლისას მოსამართლეს დაეძინა

ობამას გამოსვლისას მოსამართლეს დაეძინაუმაღლესი სასამართლს მოსამართლე რუტ გინსბერგმა აღიარა, რომ მან ნამდვილად დაიძინა ბარაკ ობამას გამოსვლისას, სადაც ის ქვეყნის მდგომარეობაზე საუბრობდა.

„100 %-ით ფხიზელი არ ვყოფილვარ“ – აღიარა გინსბურგმა ვაშინტონის უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების წამყვანთან. მისი სიტყვებით, მან ცთუნებას ვერ გაუძლო და ობამას გამოსვლამდე ღონისძიების სადილზე მორთმეული ღვინო დალია.

გინსბურგი უმაღლესი სასამართლოს უხუცესი წევრია. ის 81 წლისაა. აშშ-ს პრეზიდენტის კონგრესისასდმი მიმართვისას, რომელიც 20 იანვარს გაიმართა, გინსბურგი რამჯდენჯერმე გადაიღეს მთვლემარე მდგომარეობაში.

„პუბლიკის უმეტესობა დრო და დრო თვლემს. ჩვენ კი ქვის სახით ვსხედვართ, თითქოს ფხიზლები ვართ. ყოველშემთხვევაში, მე ფხიზელი არ ვყოფილვარ, როცა სიტყვის მოსასმენად წავედით“ – უთხრა გინსბურგმა იუმორით პუბლიკას.

შეხვედრაზე ის მოყვა, რომ რამდენიმე წლის წინ,როცა მან პირველად დაიძინა უმაღლეს შეხვედრაზე,  თავს პირობა მისცა, რომ მხოლოდ მინერალურ წყალს დალევდა, თუმცა, როცა კოლეგამ „ძალიან სახელგანთქმული კალიფორნიულ ღვინოზე“ დაპატია, მან უარი ვერ თქვა.

„ბოლოსდაბოლოს სადილი ისეთი შესანიშნავი იყო, რომ ღვინის დალევის გარეშე არ გამოვიდოდა“ – თქვა მოსამართლემ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი უკრაინასთან ომს გამორიცხავს
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეა – ლოზუნგების ქვეყანა