ობამამ ნავთობსადენის მშენებლობას ვეტო დაადო

ობამამ ნავთობსადენის მშენებლობას ვეტო დაადო

ობამამ ნავთობსადენის მშენებლობას ვეტო დაადოთეთრი სახლის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვეტო დაადო კანონს, რომელის მიხედვითაც აშშ-დან მილები კანადის ნავთიობსადენ Keystone XL-ს უნდა დაკავშირებოდა.
კონგრესმა, სადაც დომინირებენ რესპუბლიკელები, კანონს მწვანე შუქი აუნთო ობამას დაპირების მიუხედავად, რომ ის აუცილებლად გამოიყენებდა ვეტოს უფლებას.
როგორც ამერიკის პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, პროექტს განხილვის საზოგადოებრივი პროცედურა არ გაუვლია, რომლის ფანგლებშიც უნდა დადგენილიყო პროექტის და ნაციონალური ინტერესების თანხვედრა, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით.
დოკუმენტაციის თანახმად, ნავთობის მილები 1900 კომეტრზე უნდა გაეყვანათ კანადის პროვინცია ალბერტასა და ამერიკის შტატ ნებრასკას შორის, საიდანაც ის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებში უნდა წასულიყო მექსიკის ყურეში. ეკოლოგები და „მწვანეები“ ნავთობსადენის პროექტს უკიდურესად უარყოფითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ის ეკოლოგიას გააუარესებს და გობალურ დათბობას შეუწყობს ხელს.
მშეებლობის მომხრეები ნავთობსადენს განიხილავენ როგორც ახალი სამუშაო ადგილების წყაროს და ასევე პროცესს, რომელმაც უნდა გაამყაროს აშშ-ის ენერგოუსაფრთხოება.

banner
წინა სტატიაშიგადმოვარდა თუ გადმოაგდეს-რა შეემთხვა 25 წლის გოგოს ბათუმში?
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: ზუსტად ერთ კვირაში ჩვენ გვექნება გეგმები სათითაოდ ყველა ბანკის მიხედვით