,,ნუ ჩამოვწერთ ყველა დანაშაულს მომხდარი უბედურების ხარჯზე ,,

,,რამდენიმე დღეა, აქაც, სოციალურ ქსელში და მასმედიაშიც გრძელდება მიზან მიმართული კამპანია ზოოპარკის დირექტორის – ზურაბ გურიელიძის და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ.

რა ხდება? შოკში მყოფი ადამიანის მიერ წაკითხული “აღიარების” საფუძველზე მისი დაპატიმრება არ გამოგივიდათ და ეხლა საზოგადოებრივ აზრზს აგორებთ მის წინააღმდეგ, თბილ სავარძლებში მოკალათებულო ქოცებო?!

სახელებით და გვარებით ვიცი, აქაური ფეისბუკ–იუზერებიდან ვინ, სად და რამდენს იღებს ღარიბაშვილი–თამაზაშვილის კანტორიდან იმაში, რომ ამჯერად გურიელიძის და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ ახალი ბრალდებები “ააგოროს” კორუპციაში, მაქინატორობაში და ა.შ.

მე მათ არ მივმართავ!

მე მივმართავ მათ, ვინც ადამიანური ცნობისმოყვარეობის ან უბრალოდ სიმართლის გაგების სურვილით მისდაუნებურად ჩართულია ამ სხვის ძალიან ბინძურ თამაშში:

რა თქმა უნდა, კორუპცია ის სენია, რამაც დააქცია ეს ქვეყანა!
რა თქმა უნდა, თუ თქვენ ვინმეზე ეჭვი გაქვთ, სრული უფლება გაქვთ და ვალდებულებიც ხართ, გაერკვეთ!

მაგრამ ერთ რამეზე დაფიქრდით: ზურაბ გურიელიძე და ყველა მისი თანამშრომელი, არნახულად კორუმპირებულიც რომ იყვნენ, რა კავშირი აქვს ამას წყნეთი–ახალდაბის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერთან და ამის შესახებ მოსახლეობის 2 საათით დაგვიანებით შეტყობინებასთან, 2 საათის დაგვიანებით გზის დაკეტვასთან, 2 საათის დაგვიანებით შემთხვევის ადგილზე მისვლასთან, რამაც ამხელა მსხვერპლი გამოიწვია?!
არანაირი!

ზოოპარკიდან გასული ცხოველების, ცოცხლების და დახოცილების დათვლაზეც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რადგან მხოლოდ მათ ქონდათ ამ ინფორმაციაზე სრული წვდომა!

ხელისუფლება საკუთარი უნიათობის, არაპროფესიონალიზმის და უპასუხისმგებლობის გადაბარებას ზოოპარკის ხელმძღვანელობაზე ცდილობს! ამჯერად, “ხალხის” ხელით!

დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოხალისეებთან ერთად, სტიქიური უბედურების ზონის დასუფთავებით და გარდაცვლილთა ცხედრების პოვნითაა დაკავებული, არცერთი ადამიანის გადარჩენაში წვლილი არ მიუძღვის! ყველა ვინც გადარჩა, გადარჩა საკუთარი ან სხვათა პიროვნული თავგანწირვის შედეგად!

არავინ აბრალებს ხელისუფლებას სტიქიურ უბედურებას! არც ამინდის პროგნოზზე საყვედურობს, რომელიც გარანტირებული შესაძლოა არ იყოს!

რაც უნდა გაეკეთებინათ დროულად და ვერ ან არ გააკეთეს, ამაზეა საუბარი!
თუ ჩვენ ზუსტად არ განვსაზღვრავთ კარასტოფის მიზეზებს და ამ შედეგში კონკრეტულ პასუხისმგებლებს, ხვალ იგივე საშიშოება გვემუქრება!
ეს გესმით?

ამიტომ:
არკვიეთ, ვისიც გინდათ კორუმპირებულობა, უბრალოდ გახსოვდეთ, ეს მომხდარ უბედურებასთან კავშირში არ არის!!!
არასწორი დასკვნის გაკეთება და რეალურ დამნაშავეებზე ხელის დაფარება არა მარტო უსამართლობაა, საშიშიც არის!
წვიმა კიდევ მოვა!!!
მათ საყურადღებოდ, ვინც თვლის, რომ რა დროს გურიელის დაცვაა ან უმწეო ცხოველის მოკვდინების გაპროტესტებაა, როცა ადამიანები დაიღუპნენ:

ადამიანის დაღუპვა არ ნიშნავს იმას, რომ თვალი დავხუჭოთ სხვა, თუნდაც ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით ნაკლებ უბედურებებზე! არ ნიშნავს! რადგან ნებისმიერი უსამართლობა, დაბმული ცხოველის მოკვლა და ა.შ. მომავალში ასევე საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის:

უდანაშაულოს დასჯით ჩვენ ვიცავთ დამნაშავეს, რომელმაც ხვალ ანალოგიურ საფრთხეში შეიძლება ჩაგვაგდოს!

დაბმული და უმწეო ცხოველი მკვლელმა ხვალ შეიძლება ჩვენც გვესროლოს ზურგიდან!

ადამიანი მკვლელიც არსებობს და მსხვერპლიც: ერთმანეთისგან განვასხვავოთ და ისე მოვექცეთ! ზოგადად ადამიანს ნუ შევიძულებთ!
ზუსტად ასევე ცხოველებზეც!

და ვისი ტვინიც, გულიც, ორივე ერთად ან ცალ–ცალკე ამ ყველაფერს ვერ იტევს და ვერ ხარშავს, გაჩუმდით მაინც და თავს ნუ გვესხმით მათ, ვისშიც ადგილი ყველასთვის და ყველაფრისთვის მოიძებნება!

სტატუსი: ომი ყველაფერს ჩამოწერსო, ნათქვამია. ამიტომაა ომი საშინელება!
ეხლა ხომ ომში არ ვართ!
ნუ ჩამოვწერთ ყველა დანაშაულს მომხდარი უბედურების ხარჯზე!
ნამდვილი დამნაშავეები გავარკვიოთ, ისევ ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით!

რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, საშიშია!
გვახსოვდეს ეს და ნუ ჩავერთვებით სხვის ბინძურ თამაშში ბრმა იარაღად!,, წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისტიქიის შედეგად დაზარალებულ რთულ ობიექტებზე შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მუშაობენ
შემდეგი სტატია„რისკებისგან დაცული უნდა ვიყოთ“