“ნუ ეცდებიან ფარისევლები, მიიწერონ ის, რაც არ გაუკეთებიათ არასდროს”- პრემიერი ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებს

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა და მათ წარმომადგენლებს ფარისევლები უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, დაღუპულ პოლიცილეთა ოჯახების სოციალური დახმარების სამხედროებთან გათანაბრების თაობაზე, გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ინიციატივა არის ხელისუფლების და არა ოპონენტების, რაზეც შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება უკვე მომზადებულია.

გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ეგრეთწოდებული ოპონენტის გამოსვლა და მისი მოწოდება, თითქოს მათი ინიციატივაა, რომ გავუთანაბროთ დაღუპული პოლიციელების სოციალური დახმარება დაღუპული სამხედროების დახმარებას. ეს ადამიანები 9 წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში და მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ. ნუ ეცდებიან ფარისევლები, მიიწერონ ის, რაც არ გაუკეთებიათ არასდროს,” – განაცახდა პრემიერმა.

მისი თქმით მთავრობა მზადაა, კანონპროექტი უახლოეს ორ დღეში გადააგზავნოს საკანონმდებლო ორგანოში.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სოცუალურ დამხარებებზე, რომელსაც მთავრობა დაღუპული პოლიციელების ოჯახების დასახმარებლად გასცემს.

banner
წინა სტატიაშიდაუბეგრავი მინიმუმის უკანონოდ მიღებისთვის შესაძლოა რამდენიმე 1000 ადამიანი პასუხისგებაში მისცენ
შემდეგი სტატიავაშინგტონში სახელმწიფო დაწესებულებები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა